თურქეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 14 494 შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 14 494 შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 14 494 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 194 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთში სამუშაო დღეებში, საღამოს კომენდანტის საათია გამოცხადებული. დასვენების დღეებში კი, ქვეყანაში სრული კარანტინი მოქმედებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე თურქეთში „კოვიდ-19“-ის 2 270 101 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 21 879 ინფიცირებული.