თურქეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 32 106 ადამიანს დაუდასტურდა
თურქეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 32 106 ადამიანს დაუდასტურდა

თურქეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსული ინფექცია 32 106 ადამიანს დაუდასტურდა.

თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ახალი შემთხვევებიდან 5 607 სიმპტომური პაციენტია. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, თურქეთში „კოვიდ-19“ 1.7 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

თურქული მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსულ ინფექციას 226 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულების საერთო რიცხვი კი 15 977-ს აღწევს.

თურქეთში დღემდე კორონავირუსზე 20 მილიონზე მეტი ტესტი გაკეთდა.