თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 33 198 შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 33 198 შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 33 198 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 6 593 ვირუსი უსიმპტომო აქვს.
შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 211 კოვიდინფიცირებული.

თურქეთში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების სულ 552 304 შემთხვევა. მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 15 314-ს შეადგენს.

ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5 245-ით გაიზარდა და ჯამში 441 515 შეადგინა.

კორონავირუსით ინფიცირებული 5 882 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.