თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 31 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 31 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 31 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსს 188 პაციენტი ემსხვერპლა.

ამავე პერიოდში „კოვიდ-19“  4 485-მა ადამიანმა დაამარცხა.

ულ თურქეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 500 865 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 13 746 და განიკურნა 404 727 პაციენტი.

ამჟამად ქვეყანაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 82 392 აქტიური შემთხვევა. 5 190 პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.