თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 27 515 შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 27 515 შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 27 515 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 4 209 ვირუსი უსიმპტომოდ აქვთ.

შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 243 კოვიდინფიცირებული.

თურქეთში სულ აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 950 ათასზე მეტი შემთხვევა. მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი, 17 364-ს შეადგენს.

ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 30 494-ით გაიზარდა და ჯამში მილიონ 720 ათასს გადააჭარბა.

კორონავირუსით ინფიცირებული 5 803 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.