თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 19 256 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 251 ინფიცირებული
თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 19 256 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 251 ინფიცირებული

თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 19 256 შემთხვევა გამოვლინდა.

შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 251 კოვიდინფიცირებული.

თურქეთში სულ აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 2 მილიონ 62 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 18 602-ს შეადგენს.

ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 32 110-ით გაიზარდა და ჯამში მილიონ 866 ათასს გადააჭარბა.

კორონავირუსით ინფიცირებული 5 008 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.