თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 15 805 შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 15 805 შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 15 805 შემთხვევა გამოვლინდა.

შესაბამის მონაცემებს თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 253 კოვიდინფიცირებული.

თურქეთში სულ აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების ორი მილიონ 178 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 20 388-ს შეადგენს.

ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 21 005-ით გაიზარდა და ჯამში ორი მილიონ 58 ათასს გადააჭარბა.