თურქეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა.
გამოვლენილია 1429 ახალი შემთხვევა. შედეგად პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 182 727 ადამიანს დაუდგინეს, მათგან 4861-სთვის ის ლეტალური აღმოჩნდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პირებს, ვირუსი დღემდე 154 ათასზე მეტმა ადამიანმა დაძლია.