თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა

00:52, 18.06.2020

თურქეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა.

გამოვლენილია 1429 ახალი შემთხვევა. შედეგად პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 182 727 ადამიანს დაუდგინეს, მათგან 4861-სთვის ის ლეტალური აღმოჩნდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პირებს, ვირუსი დღემდე 154 ათასზე მეტმა ადამიანმა დაძლია.

მსგავსი