თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 877 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 193 ინფიცირებული
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 877 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 193 ინფიცირებული

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსული ინფექციის 9 877 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ინფიცირების რაოდენობა 2,24 მილიონს აჭარბებს. თურქული მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსულ ინფექციას 193 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 21 488-ს აღწევს.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ „ტვიტერში“ აღნიშნა, რომ „შემთხვევათა რაოდენობის მუდმივი ვარდნის მიღწევა ხალხის ხელშია“.

კოჩამ ასევე მადლობა გადაუხადა საზოგადოებას ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად კომენდანტის საათის ზომების შესრულებისთვის. თურქეთში 80-საათიანი ე.წ. კომენდანტის საათის მოქმედების ვადა უკვე ამოიწურა.