თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 10 220 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ თურქეთში „კოვიდ-19“ 2.33 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსულ ინფექციას ქვეყანაში 174 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულების საერთო რაოდენობა კი 22 981-ს აღწევს.
ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში 10 301-ით გაიზარდა თურქეთში ინფექციისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ თურქეთში კორონავირუსისგან 2.2 მილიონზე მეტი ადამიანი განიკურნა.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფარჰეთინ კოჩამ მოსახლეობას ვაქცინაციის პროგრამის დასრულებამდე შემზღუდველი ზომების დაცვისკენ მოუწოდა.