თურქეთის ვიცე-პრემიერი ბექირ ბოზდაგი ამერიკის შეერთებულ შტატებს აკრიტიკებს.
„ბოლო განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დღემდე ვერ ან არ ხვდებიან ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ ჭეშმარიტ მიზეზს. თურქეთმა წარმატებით ჩაატარა სამხედრო ოპერაცია აფრინში, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გარეშე. ოპერაციის დროს მოსახლეობას არ ჰქონდა არანაირი პრობლემა წყალთან, მედიკამენტებთან“, – წერს პოლიტიკოსი მიკრობლოგ „ტვიტერში“.
გუშინ შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა რობერტ მენინგმა განაცხადა, რომ აფრინში ჰუმანიტარული კრიზისი დაუყონებლივ უნდა შეწყდეს.
აფრინის რეგიონში 1.5 მილიონი ეთნიკური ქურთი ცხოვრობს. თურქეთი ქურთულ სამხედრო ჯგუფებს ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს და მათ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ 20 იანვრის შემდეგ ატარებს.