რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი სირიასთან საზღვრისპირა ტერიტორიას ტერორისტებისგან გაწმენდს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი სირიასთან საზღვრისპირა ტერიტორიას ტერორისტებისგან გაწმენდს

თურქეთი სირიასთან საზღვრისპირა ტერიტორიას ტერორისტებისგან გაწმენდს, – ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.

ერდოღანის განცხადება იმის მანიშნებელი ​იყო, რომ სირიაში, აფრინის რეგიონში მიმდინარე ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ გახანგრძლივდება.

ერდოღანის თქმით, თურქეთის მიზანია, სირიელი ლტოლვილები, რომლებიც ამჟამად თურქეთში ცხოვრობენ, სამშობლოში მას შემდეგ დაბრუნდნენ, რაც სირიის საზღვარი მეამბოხე მებრძოლებისგან თავისუფალი იქნება.

როგორც Reuters-ი წერს, თურქეთის სახმელეთო და საჰაერო ძალებმა სირიის აფრინის რეგიონში ქურთ მებრძოლებთან დაპირისპირებით სირიის სამოქალაქო ომის ახალი ფრონტი შექმნეს.