თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყში, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ბაზა დაიკავა
თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყში, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ბაზა დაიკავა

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩრდილოეთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ერთ-ერთი ბაზა დაიკავა.

თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ავაშინის რაიონში მოქმედი ქურთული სამხედრო ბაზა მთლიანად განადგურებულია.

ჩრდილოეთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ, თურქეთის მთავრობაში 6 ივნისს განაცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით, თურქი სამხედროები ერაყის ტერიტორიის სიღრმეში 78 კილომეტრზე შევიდნენ, 28 კილომეტრზე კი სრული კონტროლი დაამყარეს.