თურქეთის არმიამ ჩრდილოეთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ექვსი მებრძოლი გაანეიტრალეს
თურქეთის არმიამ ჩრდილოეთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ექვსი მებრძოლი გაანეიტრალეს

თურქეთის არმიის ჯარისკაცებმა ჩრდილოეთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ექვსი მებრძოლი გაანეიტრალეს.

ერაყის ჰაკურკის რეგიონში, 26 მაისს დაწყებულ „ოპერაცია კლანჭის“ ფარგლებში, თურქმა სამხედროებმა საერთო ჯამში 15 ქურთი მებრძოლი გაანეიტრალეს. თურქეთის ხელისუფლება ტერმინ „განეიტრალებას“ იყენებს, რაც ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე ან მოკლეს ან დანებდა ან შეიპყრეს.

​თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაცია წარმატებით გრძელდება, რაც ქურთი მებრძოლების შეიარაღების განთავსების ადგილების, გამოქვაბულების და თავშესაფრების განადგურებას ისახავს მიზნად.

თურქეთს და „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ შორის დაპირისპირება 30 წელზე მეტია გრძელდება. „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა სურს.