თურქეთის სასამართლომ ტერორიზმში ბრალდებულ 13 ჟურნალისტს პატიმრობა მიუსაჯა
თურქეთის სასამართლომ ტერორიზმში ბრალდებულ 13 ჟურნალისტს პატიმრობა მიუსაჯა

თურქეთის სასამართლომ ტერორიზმში ბრალდებულ 13 ჟურნალისტს პატიმრობა მიუსაჯა.
ისინი ოპოზიციური გამოცემის, ჯუმჰურიეთის თანამშრომლები არიან. გამოცემა თურქეთის მთავრობას მკაცრად აკრიტიკებს.
სასამართლო სხდომაზე სამი ჟურნალისტი გაამართლეს. მსჯავრდებულებს კი ციხეში მანამ არ ჩასვამენ, ვიდრე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრების პროცესშია.
თურქეთის ხელისუფლება ჯუმჰურიეთს ბრალს მათ მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად მიჩნეული

ჯგუფების მხარდაჭერაში სდებს. მათ შორის ქურთ მუშათა პარტიის, ულტრა-მემარცხენე პარტიისა და სასულიერო პირი ფეთჰულა გიულენის, რომელსაც ანკარა წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების ავტორად მიიჩნევს. გიულენი ამ დრომდე აშშ-ში ცხოვრობს, რომლის მთავრობაც თურქეთში მის ექსტრადიციაზე უარს ამბობს.