თურქეთის სასამართლომ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დაკავებული 131 პირის წინააღმდეგ განაჩენი გამოიტანა
თურქეთის სასამართლომ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დაკავებული 131 პირის წინააღმდეგ განაჩენი გამოიტანა

თურქეთის სასამართლომ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დაკავებული 131 პირის წინააღმდეგ განაჩენი გამოიტანა. მსჯავრდებულებს 3 წელი და 9 თვიდან 45 წლამდე პატიმრობა შეეფარდათ.

გასამართლებულთა შორის არიან თურქეთის უსაფრთხოების სამმართველოსა და დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელები – ალი ფუატ ილმაზერს 7.5 წლით, ხოლო რამაზან აკიურეკს 45 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში 2016 წლის 15 ივლისს მოხდა. ამბოხის ჩახშობის შემდეგ, ქვეყანაში 80 ათასამდე ადამიანი დააკავეს. სამსახურებიდან კი, 160 ათასზე მეტი საჯარო მოხელე დაითხოვეს.