თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოში გახსნილ უბნებზე, ხმათა უმრავლესობა მუჰარემ ინჯემ მიიღო
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოში გახსნილ უბნებზე, ხმათა უმრავლესობა მუჰარემ ინჯემ მიიღო

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე  ოფიციალური მონაცემებით,  საქართველოში გახსნილ უბნებზე ხმათა უმრავლესობა მუჰარემ ინჯემ მიიღო.  ოპოზიციის კანდიდატმა ხმების 49.32 პროცენტი მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა კი 36.22 პროცენტი.

ოპოზიციურმა „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ საუკეთესო შედეგი აჩვენა საპარლამენტო არჩევნებზეც და ხმათა 37.2 პროცენტი მიიღო, მმართველმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ კი 28.7 პროცენტი.

საარჩევნო უბნები თბილისში, თურქეთის საელჩოს შენობაში და ბათუმში, გენერალურ საკონსულოში იყო გახსნილი. რეგისტრირებული 1799 ამომრჩევლიდან საკუთარი პოზიცია 590-მა მოქალაქემ დააფიქსირა, ბათილად 2 ბიულეტენი ჩაითვალა.

მუჰარემ ინჯემ როგორც თბილისის, ისე ბათუმის საარჩევნო უბნებზე მოიპოვა გამარჯვება. თბილისში მან ხმების 52.4 პროცენტი მიიღო, ბათუმში კი 45.2 პროცენტი.

ინჯემ ერდოღანზე უკეთესი შედეგი არაერთ ქვეყანაში აჩვენა, მათ შორის რუსეთში, უკრაინაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანში.

შეგახსნებთ, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოიპოვა. მას არჩევნებში მონაწილეთა ხმების 52.6 პროცენტი მიიღეს.