თურქეთში მასშტაბური ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი რვამდე გაიზარდა
თურქეთის სამხრეთით გავრცელებული მასშტაბური ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი რვამდე გაიზარდა.
ქვეყანაში უკვე მეხუთე დღეა, სტიქიას ებრძვიან. გარდაცვლილთაგან შვიდი ადამიანი მანავგათის დასახლებაში დაიღუპა, ერთი კი – მარმარისში.
საერთო ჯამში დაშავებულთა ოდენობა 500-ს აღემატება. მეხანძრეებმა 100-ზე მეტი კერა უკვე ჩააქრეს ან კონტროლს დაუქვემდებარეს, თუმცა რჩება კიდევ 6 მასშტაბური კერა.
სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართულია 13 თვითმფრინავი, 45 ვერტმფრენი, დრონები და 800-ზე მეტი მეხანძრე. ევაკუირებულია ასობით ადამიანი.