თურქეთში მასშტაბური ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი რვამდე გაიზარდა

12:41, 02.08.2021

თურქეთის სამხრეთით გავრცელებული მასშტაბური ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი რვამდე გაიზარდა.

ქვეყანაში უკვე მეხუთე დღეა, სტიქიას ებრძვიან. გარდაცვლილთაგან შვიდი ადამიანი მანავგათის დასახლებაში დაიღუპა, ერთი კი – მარმარისში.

საერთო ჯამში დაშავებულთა ოდენობა 500-ს აღემატება. მეხანძრეებმა 100-ზე მეტი კერა უკვე ჩააქრეს ან კონტროლს დაუქვემდებარეს, თუმცა რჩება კიდევ 6 მასშტაბური კერა.

სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართულია 13 თვითმფრინავი, 45 ვერტმფრენი, დრონები და 800-ზე მეტი მეხანძრე. ევაკუირებულია ასობით ადამიანი.

მსგავსი