თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, თურქეთს დახმარების აღმოჩენის სურვილით 100-მა ქვეყანამ მიმართა
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, თურქეთს დახმარების აღმოჩენის სურვილით 100-მა ქვეყანამ მიმართა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიწისძვრიდან დღემდე თურქეთს დახმარების აღმოჩენის სურვილით 100-მა ქვეყანამ მიმართა.

სამინისტროს მონაცემებით, ადგილზე სამძებრო სამაშველო სამუშაობში 68 ქვეყნის სამაშველო ჯგუფები მონაწილეობენ, საერთო ჯამში კი, 8 326 მაშველი.

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა.