თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, თურქეთს დახმარების აღმოჩენის სურვილით 100-მა ქვეყანამ მიმართა
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიწისძვრიდან დღემდე თურქეთს დახმარების აღმოჩენის სურვილით 100-მა ქვეყანამ მიმართა.
სამინისტროს მონაცემებით, ადგილზე სამძებრო სამაშველო სამუშაობში 68 ქვეყნის სამაშველო ჯგუფები მონაწილეობენ, საერთო ჯამში კი, 8 326 მაშველი.
თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა.
Foreign search, rescue and aid teams in the earthquake regions pic.twitter.com/XWpLIeeFjc
— Turkish MFA (@MFATurkiye) February 11, 2023