თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ავსტრიაში მეჩეთების დახურვა ანტიისლამური, რასისტული, დისკრიმინაციულ-პოპულისტური ტალღის შედეგია
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ავსტრიაში მეჩეთების დახურვა ანტიისლამური, რასისტული, დისკრიმინაციულ-პოპულისტური ტალღის შედეგია

ავსტრიაში მეჩეთების დახურვა ანტიისლამური, რასისტული, დისკრიმინაციულ-პოპულისტური ტალღის შედეგია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ.

თურქეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იბრაჰიმ კალინის განცხადებით, ავსტრიის ხელისუფლება მუსლიმური საზოგადოების მარგინალიზებით პოლიტიკური სარგებლის მიღებას ცდილობს.

ავსტრიის ხელისუფლებამ შვიდი მეჩეთის დახურვისა და 40 იმამის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. იმამების გაძევების საფუძველი უცხოეთიდან მიღებული დაფინანსნება გახდა.