ძლიერმა წვიმამ ავსტრიის ალპურ რეგიონებში პრობლემები შექმნა და ვენის ნაწილი დატბორა

16:18, 18.08.2024

ძლიერმა წვიმამ ავსტრიის ალპურ რეგიონებში პრობლემები შექმნა და ვენის ნაწილი დატბორა.

დედაქალაქში წყალდიდობის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი. ვენაში სტიქიამ ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა.

მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ ქალაქში აგვისტოსთვის რეკორდული რაოდენობის ნალექი მოვიდა.

დასავლეთ ავსტრიაში მდებარე ერთ-ერთ სათხილამურო კურორტზე ძლირი წვიმით გამოწვეულმა ნიაღვარმა მანქანები წაიღო.

მსგავსი