სებასტიან კურცი - ავსტრია შვიდ მეჩეთს ხურავს და ქვეყნიდან რამდენიმე იმამს აძევებს
სებასტიან კურცი - ავსტრია შვიდ მეჩეთს ხურავს და ქვეყნიდან რამდენიმე იმამს აძევებს

ავსტრია შვიდ მეჩეთს ხურავს და ქვეყნიდან რამდენიმე იმამს აძევებს.

სააგენტო Associated Press-ის ცნობით, ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა.

როგორც სააგენტო წერს, აღნიშნული ზომები „პოლიტიკური ისლამისა“ და მეჩეთების საზღვარგარეთიდან დაფინანსების წინააღმდეგაა მიმართული.

სებასტიან კურცის განცხადებით, დაიხuრება ვენაში თურქული მეჩეთი, რომელიც თურქული ნაციონალისტური იდეების გაmaვრცელებელია, ასევე მთავრობის ზომები მიმართულია ჯგუფ „არაბული რელიგიური საზოგადოების“ წინააღმდეგ, რომელიც 6 მეჩეთს ხელმძღვანელობს.

ამასთან, როგორც ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰერბეტ კიკლმა განაცხადა, გადაიხედება დაახლოებით კავშირი ATIB-ის (კულტურული და სოციალური თანამშრომლობის თურქულ-ისლამური კავშირი“) წევრი 40 იმამი ბინადრობის უფლება. მინისტრის თქმით, უკვე გაუქმებულია ორი იმამის ბინადრობის უფლება.

ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილება ეფუძნება 2015 წელს მიღებულ კანონს, რომელიც კრძალავს რელიგიური ჯგუფების უცხო ქვეყნების მიერ დაფინანსებას.

დატოვე კომენტარი