თურქეთის პოლიცია საუდის არაბეთის საკონსულოში ჩხრეკას ცხრა საათის განმავლობაში ატარებდა
თურქეთის პოლიცია საუდის არაბეთის საკონსულოში ჩხრეკას ცხრა საათის განმავლობაში ატარებდა

თურქეთის პოლიცია სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ჩხრეკას ცხრა საათის განმავლობაში ატარებდა. ადგილზე იმყოფებოდა კრიმინალისტების ხუთი მანქანა და ათობით გამომძიებელი. მათ დიპლომატიური მისიის ტერიტორია უკვე დატოვეს.

სწორედ საუდის არაბეთის საკონსულოა ის ადგილი, სადაც 2 ოქტომბერს გაუჩინარებული ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი უკანასკნელად ნახეს. თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საუდის არაბეთის მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი სტამბოლში მდებარე საკონსულოში მოკლეს.

ჟურნალისტი, რომელიც გამოცემა The Washington Post-თან თანამშრომლობდა, საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა.

გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გაუჩინარების საქმის დეტალების გასარკვევად ერ-რიადში სასწრაფოდ გაემგზავრა.