თურქეთი რუსეთისგან 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების სარაკეტო კომპლექსებს იყიდის.
საუბარია S-400-ის ტიპის დანადგარებზე, რომელთა შესყიდვის თაობაზე მოსკოვმა და ანკარამ შეთანხმება უკვე გააფორმეს.
როგორც „როსტეხის“ ხელმძღვანელმა სერგეი ჩემეზოვმა განაცხადა, 2,5 მილიარდი დოლარის 45%-ს რუსეთი წინსწრებით მიიღებს.
ღირებულების 55%-ს რუსეთი სესხებად გასცემს. პირველ სარაკეტო კომპლექსებს თურქეთი 2020 წელს მიიღებს.
რუსეთისა და თურქეთის გარიგებამ დასავლეთში უკმაყოფილება გამოიწვია.
აშშ-ში აცხადებენ, რომ რუსული S-400-ების ინტეგრაცია ალიანსის შეიარაღებასთან ინტეგრაცია რთულია.
როგორც „როსტეხის“ ხელმძღვანელი ჩემეზოვი ამბობს, თურქეთი NATO-ს პირველი წევრი სახელმწიფოა, რომელმაც რუსული სისტემები შეისყიდა.