თურქეთი რუსეთისგან სარაკეტო კომპლექსებს შეიძენს
თურქეთი რუსეთისგან სარაკეტო კომპლექსებს შეიძენს

თურქეთი რუსეთისგან 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების სარაკეტო კომპლექსებს იყიდის.

საუბარია S-400-ის ტიპის დანადგარებზე, რომელთა შესყიდვის თაობაზე მოსკოვმა და ანკარამ შეთანხმება უკვე გააფორმეს.

როგორც „როსტეხის“ ხელმძღვანელმა სერგეი ჩემეზოვმა განაცხადა, 2,5 მილიარდი დოლარის 45%-ს რუსეთი წინსწრებით მიიღებს.

ღირებულების 55%-ს რუსეთი სესხებად გასცემს. პირველ სარაკეტო კომპლექსებს თურქეთი 2020 წელს მიიღებს.

რუსეთისა და თურქეთის გარიგებამ დასავლეთში უკმაყოფილება გამოიწვია.

აშშ-ში აცხადებენ, რომ რუსული S-400-ების ინტეგრაცია ალიანსის შეიარაღებასთან ინტეგრაცია რთულია.

როგორც „როსტეხის“ ხელმძღვანელი ჩემეზოვი ამბობს, თურქეთი NATO-ს პირველი წევრი სახელმწიფოა, რომელმაც რუსული სისტემები შეისყიდა.

დატოვე კომენტარი