თურქეთი ხმელთაშუა ზღვაში სეისმურ კვლევებს 29 ნოემბრამდე გაახანგრძლივებს
თურქეთი ხმელთაშუა ზღვაში სეისმურ კვლევებს 29 ნოემბრამდე გაახანგრძლივებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
თავდაპირველი გეგმის მიხედვით, თურქეთს სეისმური კვლევები 23 ნოემბერს უნდა დაესრულებინა.
„როიტერის“ ინფორმაციით, კვლევების გახანგრძლივება საბერძნეთთან დაძაბულობას სავარაუდოდ ისევ გაზრდის.
კვლევებში თურქეთის სამი გემი – „ორუჯ რეისი“, „ატამანი“ და „ცინგიზ ხანი“ არიან ჩართული.
საბერძნეთსა და თურქეთს შორის რეგიონში არსებული ნახშირწყალბადების რესურსების ირგვლივ უთანხმოებაა.