„როიტერი“ - აშშ-ში ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა, რუსული რაკეტით ჩამოაგდეს
„როიტერი“ - აშშ-ში ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა, რუსული რაკეტით ჩამოაგდეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ლიდერი და თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რუსული რაკეტით ჩამოაგდეს. ამის შესახებ „როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა წერს, რომ, ანონიმური წყაროების ცნობით, შეერთებულ შტატებს აქვს რეალური საბაბი იფიქროს, რომ თვითმფრინავი, „ვაგნერის“ თანამშრომლებთან ერთად, რუსეთის ტერიტორიიდან გაშვებული რაკეტით ჩამოაგდეს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს არის წინასწარი ვარაუდები და სიტუაციის ანალიზი გრძელდება.

„როიტერი“ წერს, რომ „არ არის იშვიათი შემთხვევა, როდესაც არსებობს დაზვერვის ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებები აშშ-ის მთავრობაში მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენების შემდეგ, საათებსა და დღეებში“. ერთ-ერთი ანონიმური წყარო კი აცხადებს, რომ არსებობს მრავალი თეორია და საბოლოო დასკვნა არაა მიღებული.