თურქეთ-უნგრეთის დამაკავშირებელი გაზსადენის, „ბალკანეთის ნაკადის“ მშენებლობა დასრულდა
თურქეთ-უნგრეთის დამაკავშირებელი გაზსადენის, „ბალკანეთის ნაკადის“ მშენებლობა დასრულდა.
ამის შესახებ კომპანია „სერბიაგაზის“ გენერალურმა დირექტორმა, დუშან ბაიატოვიჩმა, სერბეთ-უნგრეთის საზღვარზე მილების შეერთების შემდეგ განაცხადა.
სერბეთში ამბობენ, რომ გაზის მოცულობა, რომელიც 15.75 მილიარდი კუბური მეტრია, შეიძლება, გამოყენებულ იქნას მთელ ცენტრალურ ევროპაში.
გაზსადენი „ბალკანეთის ნაკადი“ გაზსადენ „თურქული ნაკადის“ გაგრძელებაა, რომლის საშუალებით ბუნებრივი აირი ევროპას პირველი ოქტომბრიდან მიეწოდება. აღნიშნული პროექტით სერბეთი სატრანზიტო ფუნქციას იძენს.