ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის ინდუსტრიის კერძო სექტორს მადლობას უხდის
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის ინდუსტრიის კერძო სექტორს მადლობას უხდის.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით დახმარება უკვე გაეწია 200-მდე უკრაინის მოქალაქეს.
მათივე ცნობით, საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტები ოპერატიულად იღებენ ყველა სახის ინფორმაციას და დახმარებას.
„სასტუმროში უკვე გადანაწილებულია საქართველოში მყოფი 200-მდე უკრაინელი ტურისტი. განსაკუთრებული მადლობა ტურიზმის ინდუსტრიის კერძო სექტორს: განთავსების ობიექტებს; კვების ობიექტებს; ტურიზმის ინდუსტრიის ასოციაციებს; სატრანსპორტო კომპანიებს. ასევე, ფარმაცევტულ და კოსმეტიკის ქსელებს; საგანმანათლებლო დაწესებულებებს; სურსათის მაღაზიებს და ყველას ვინც ამ რთულ პერიოდში სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს მომსახურებას ჩვენს უკრაინელ სტუმრებს მათი საჭიროების მიხედვით“, – აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
უწყების ცნობით, უკრაინელი ტურისტების დასახმარებლად ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი 0 800 800 909.