ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის ინდუსტრიის კერძო სექტორს მადლობას უხდის

18:55, 26.02.2022

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის ინდუსტრიის კერძო სექტორს მადლობას უხდის.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით დახმარება უკვე გაეწია 200-მდე უკრაინის მოქალაქეს.

მათივე ცნობით, საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტები ოპერატიულად იღებენ ყველა სახის ინფორმაციას და დახმარებას.

„სასტუმროში უკვე გადანაწილებულია საქართველოში მყოფი 200-მდე უკრაინელი ტურისტი. განსაკუთრებული მადლობა ტურიზმის ინდუსტრიის კერძო სექტორს: განთავსების ობიექტებს; კვების ობიექტებს; ტურიზმის ინდუსტრიის ასოციაციებს; სატრანსპორტო კომპანიებს. ასევე, ფარმაცევტულ და კოსმეტიკის ქსელებს; საგანმანათლებლო დაწესებულებებს; სურსათის მაღაზიებს და ყველას ვინც ამ რთულ პერიოდში სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს მომსახურებას ჩვენს უკრაინელ სტუმრებს მათი საჭიროების მიხედვით“, – აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

უწყების ცნობით, უკრაინელი ტურისტების დასახმარებლად ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი 0 800 800 909.

მსგავსი