ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დიდ ბრიტანეთში, ლონდონში Expedia-ს ბიზნესგანვითარების მენეჯერს, ლაურა მილოს სანჩესს შეხვდა.
მაია ომიაძემ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამოგზაურო და დაჯავშნის პლატფორმის, Expedia-ს წარმომადგენელთან 2025 წელს საქართველოს ტურისტული მარკეტინგული კამპანიის საკითხები განიხილა.
Expedia-სთან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რამდენიმე წელია, თანამშრომლობს საქართველოს ტურისტული მიმართულების, კურორტების, სათავგადასავლო ტურიზმისა და სხვა ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით. Expedia-ს მთელ მსოფლიოში 68 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 200-ზე მეტი ელექტრონული დაჯავშნის ვებგვერდს აერთიანებს.
Expedia მომხმარებელს ინფორმაციას აწვდის სამი მილიონი ტურისტული განთავსების ობიექტის, უძრავი ქონების, 500-ზე მეტი ავიაკომპანიის, საკრუიზო და ავტოგაქირავების კომპანიის შესახებ.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.