ტურიზმის ადმინისტრაციას „ჩექ ინ ჯორჯია“-სთვის დაფინანსების გამოყოფა დაევალა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას პროექტ „ჩექ ინ ჯორჯია“-სთვის დაფინანსების გამოყოფა დაევალა.
დოკუმენტის მიხედვით, 6.5 მილიონ ლარს „ბლექ სი არენა ჯორჯია“ მიიღებს, 8.1 მილიონ ლარს სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“, 2 მილიონი დოლარის ექვივალენტს ლარში კი -ა(ა)იპ „წინანდლის ფესტივალი“.
განკარგულების თანახმად, დაფინანსების მიზანია ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარება.
ამასთან, განკარგულებაში აღნიშნულია, რომ პროექტის მონიტორინგს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განახორციელებს.