„ბლექსი არენა ჯორჯია“ კონცერტების ჩასატარებლად 6,5 მილიონი ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს
„ბლექსი არენა ჯორჯია“ კონცერტების ჩასატარებლად 6,5 მილიონი ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს

„ბლექსი არენა ჯორჯია“ შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზში სხვადასხვა ღონისძიების გამართვისთვის 6.5 მილიონი ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს.

შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილ ოფიციალურ დოკუმენტაციაში კომპანია მიუთითებს, რომ თანხა ივნისი-ოქტომბრის პერიოდში, პროექტ „ჩექ ინ ჯორჯიას“ (Check In Georgia) ფარგლებში, სხვადასხვა კონცერტისა და ღონისძიების ჩატარებაზე დაიხარჯება. შემსრულებლების ჰონორარისთვის 4.5 მილიონი, ღონისძიებების ორგანიზებისთვის კი 2 მლნ ლარია გათვალისწინებული.

კომპანიაში გამარტივებულ შესყიდვის საჭიროების მიზეზს განმარტავენ.

„კონტრაქტები უნდა გაფორმდეს მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავური მუსიკალური ჯგუფების, არტისტების და ელექტრონული მუსიკის შემსრულებლების (DJ) პროვაიდერ სააგენტოებთან, ასეთი სააგენტოები კი, არ არიან დაინტერესებული ტენდერში მონაწილეობით. ასევე ამ ყველაფერს აფერხებს ფაქტი, რომ უმეტესობას დაგეგმილი აქვთ ტურნე და თარიღის განსაზღვრა ხდება მათ მიერ. აგრეთვე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მათი მოთხოვნები ტექნიკური რაიდერის მიხედვით არის სპეციფიური, განსხვავდება ყოველი კონკრეტული შემსყიდველისთვის და ჩვენთვის უცნობია ხელშეკრულების გაფორმებამდე. შესაბამისად, შესყიდვის სპეციფიკიდან გამომდინარე,  შეუძლებელია აღნიშნული შესყიდვის ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელება“, – აცხადებენ „ბლექ სი არენა ჯორჯიაში“.

ავტორი: ნინო ტაბატაძე