„ეუ რეპორტერი“ წინანდლის ფესტივალზე სტატიას აქვეყნებს
„ეუ რეპორტერი“ წინანდლის ფესტივალზე სტატიას აქვეყნებს

წინანდლის ფესტივალი – შესანიშნავი ვიტრინა საქართველოსთვის, – ამ სათაურით „ეუ რეპორტერი“ (Eureporter) სტატიას  აქვეყნებს. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ „საქართველოს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა აქვს, რაც დღეს მის მიმზიდველობას ზრდის“.

„ქართული ღვინო ცნობილი იყო მთელ მსოფლიოში და ითვლება, რომ ღვინის კულტურა, რომაულ პერიოდამდე, საქართველოში გაჩნდა. წინანდლის სასახლეში მაღალი ხარისხის ღვინოს მეშვიდე საუკუნიდან წურავდნენ, ის განლაგებულია საქართველოში, ღვინის რეგიონად წოდებულ კახეთის გულში. ეს სასახლე არისტოკრატი ჭავჭავაძეების ოჯახს ეკუთვნოდა, მაგრამ მისი ნამდვილი აღიარება ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელს უკავშირდება, რომელმაც სასახლე საქართველოს კულტურულ ცენტრად გადააქცია“, – ნათქვამია სტატიაში.

გამოცემის ცნობით, „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელ გიორგი რამიშვილისა და „კუსტო ჯგუფის“ ხელმძღვანელ იერკინ ტატიშევის ინიციტივით, წინანდალის სასახლეში მუსიკალური ფესტივალის ჩატარება გადაწყდა.

ფესტივალის ინაუგურაციას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.

„ჩვენ გვინდა რომ საქართველოს იცნობდნენ არა მხოლოდ კონფლიქტებით და პრობლემებით, არამედ იმით, რაც ნამდვილად ჩვენს სულშია და ესაა კულტურა და მუსიკა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სტატიის ავტორის თქმით, წინანდლის ფესტივალს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალების კალენდარში განსაკუთრებული ადგილი დაიკავოს და საქართველოს, როგორც კულტურული მიმართულების, სარეკლამო ვიტრინად იქცეს.