ტურისტული ვიზიტების რაოდენობა თებერვალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 5.1 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის თებერვალში, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 247 705 შეადგინა, რაც 11 993-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, ზრდა 5.1 პროცენტს შეადგენს.
თებერვალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან: ლატვია 111.1 პროცენტი, სლოვაკეთი 84.8 პროცენტი, პოლონეთი 76.7 პროცენტი, ლიეტუვა 46.1 პროცენტი, ჩეხეთი 41.6 პროცენტი, იტალია 34.8 პროცენტი და სხვა.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი 198.4 პროცენტით, ჩინეთი 52 პროცენტით, საუდის არაბეთი 48.6 პროცენტით.
ამასთან, 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 553 644 შეადგინა, რაც 29 054-ით მეტია 2018 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე. ზრდა 5.5 პროცენტს შეადგენს.
წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი საქართველოში 164.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8 მილიონით, 5 პროცენტით მეტია.