ტურისტული ვიზიტების რაოდენობა თებერვალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 5.1 პროცენტით გაიზარდა  
ტურისტული ვიზიტების რაოდენობა თებერვალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 5.1 პროცენტით გაიზარდა  

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის თებერვალში, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 247 705 შეადგინა, რაც 11 993-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, ზრდა 5.1 პროცენტს შეადგენს.

თებერვალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან: ლატვია 111.1 პროცენტი, სლოვაკეთი 84.8 პროცენტი, პოლონეთი 76.7 პროცენტი, ლიეტუვა 46.1 პროცენტი, ჩეხეთი 41.6 პროცენტი, იტალია 34.8 პროცენტი და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი 198.4 პროცენტით, ჩინეთი 52 პროცენტით, საუდის არაბეთი 48.6 პროცენტით.

ამასთან, 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 553 644 შეადგინა, რაც 29 054-ით მეტია 2018 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე. ზრდა 5.5 პროცენტს შეადგენს.

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი საქართველოში 164.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8 მილიონით, 5 პროცენტით მეტია.