თსუ - უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს მოვუწოდებთ, მასობრივად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში
თსუ - უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს მოვუწოდებთ, მასობრივად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამშრომლებსა და სტუდენტებს მოუწოდებს, მასობრივად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. ამის შესახებ თსუ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

თსუ-ს ცნობით, ამ ეტაპზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლების 40 პროცენტამდეა ვაქცინირებული.

„ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესებიდან გამომდინარე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამშრომლებსა და სტუდენტებს მოუწოდებს, მასობრივად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რადგან სექტემბრისთვის, როდესაც იგეგმება 2021/2022 სასწავლო წლის დაწყება, მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შეიქმნას უნივერსიტეტში. ვაქცინაცია არის გზა იმისათვის, რომ ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს სასწავლო და კვლევითი პროცესი. ამ ეტაპზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლების 40%-მდეა ვაქცინირებული“, – აცხადებენ თსუ-ში.