თსუ-ს სტუდენტური საერთო საცხოვრებელი ოფიციალურად გაიხსნა
თსუ-ს სტუდენტური საერთო საცხოვრებელი ოფიციალურად გაიხსნა

თსუ-ს სტუდენტური საერთო საცხოვრებელი დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, რომელიც ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფერმწერთა ქუჩაზე აშენდა, განათლების სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 99 წლის იუბილის აღსანიშნავად გადასცა.

ევროპული სტანდარტების მქონე 320-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი სამი 4-სართულიანი კორპუსისგან შედგება, სადაც სტუდენტებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურაა მოწყობილი.

საბინაო კომპლექსში რეგიონებიდან ჩამოსული ახალგაზრდობა და ძირითადად ხელმომჭირნე ოჯახების შვილები იცხოვრებენ.

საცხოვრებლის ოფიციალურ გახსნას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დაესწრო.