თსუ-ს კოვიდინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტში მყოფ 13 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოვიდინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტში მყოფ 13 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს უნივერსიტეტიდან აცნობეს.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, თსუ-ს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს დაუდასტურდა „კოვიდ-19“-ის ინფექცია. გამოკვლეულ იქნა ყველა შესაძლო კონტაქტი და დღეს ჩატარდა მათი საბოლოო „პისიარ“ ტესტირება. სულ ცოტა ხნის წინ მივიღეთ შედეგები და ყველა უარყოფითია“, – აცახდებენ თსუ-ში.
მათივე ინფორმაციით, დაინფიცირებული ქალბატონის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ 11 ივნისს გახდა ცნობილი.