თსუ-ს კოვიდინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტში მყოფ 13 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

21:45, 16.06.2020

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოვიდინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტში მყოფ 13 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს უნივერსიტეტიდან აცნობეს.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, თსუ-ს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს დაუდასტურდა „კოვიდ-19“-ის ინფექცია. გამოკვლეულ იქნა ყველა შესაძლო კონტაქტი და დღეს ჩატარდა მათი საბოლოო „პისიარ“ ტესტირება. სულ ცოტა ხნის წინ მივიღეთ შედეგები და ყველა უარყოფითია“, – აცახდებენ თსუ-ში.

მათივე ინფორმაციით, დაინფიცირებული ქალბატონის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ 11 ივნისს გახდა ცნობილი.

მსგავსი