ტრაპიზონში ქართველები ძარცვის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ცნობით, რომეო ლ-სა და ედიშერ ჯ-ს პოლიცია რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ძარცვას ედავება.
პოლიციამ დამნაშავეებს სათვალთვალო კამერების დახმარებით მიაგნო. ბრალდებულების სახლიდან პოლიციამ ნაძარცვი ნივთები ამოიღო, მათ შორის იყო რამდენიმე ტელევიზორი, პრინტერი, ლეპტოპი და სხვა ტექნიკა.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, რამდენიმე ბინაში მძარცველებმა სახურავიდან დაშვებული თოკით შეაღწიეს, სასამართლომ ორივე ბრალდებულის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.