აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ტრაპიზონთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს ხუთი მოქალაქიდან, ერთის მდგომარეობა მძიმეა
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ტრაპიზონთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს ხუთი მოქალაქიდან, ერთის მდგომარეობა მძიმეა

თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს ხუთი მოქალაქე, რომლებიც ტრაპიზონის სამედიცინო კლინიკებში არიან გადაყვანილი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ მოინახულა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მედიკოსების მიერ მძიმედ ფასდება. საშუალო სიმძიმის სამი პაციენტი მრავლობითი მოტეხილობით და სისხლჩაქცევებით კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას, ხოლო მსუბუქად დაზიანებული ერთი პირი ხვალ დატოვებს კლინიკას.

ტრაპიზონში ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები ისხდნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე გარდაიცვალა, რომელიც უკვე საქართველოშია გადმოსვენებული.

დატოვე კომენტარი