ტრამპი - ვფიქრობ, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, რუსეთი ყირიმს არ მიიტაცებდა
ტრამპი - ვფიქრობ, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, რუსეთი ყირიმს არ მიიტაცებდა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, მას რუსეთთან კარგი ურთიერთობები სურს. კითხვაზე, რის მიღწევას შეეცდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აპირებს განიხილოს უკრაინის, სირიის, ახლო აღმოსავლეთისა და ბირთვულ იარაღის გაუვრცელებლობაზე. ისევე, როგორც აპირებს დაუსვას კითხვა ვლადიმერ პუტინს 2016 წლის აშშ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხთან დაკავშირებით.

დონალდ ტრამპი აქვე განმარტავს, რომ რუსეთი ვერ იქნება ბედნიერი ნატო-ს ბიუჯეტში 34 მილიარდი დოლარით გაზრდილი შენატანით, რომელიც წევრმა ქვეყნებმა, მშპ-ის 2%-იანი ვალდებულების ფარგლებში, ბოლო დროს განახორციელეს. პრეზიდენტის თქმით, ნატო-ს სამიტი იყო ძალისა და ერთიანობის დემონსტრირება.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ აპირებს კარგი ურთიერთობების განვითარებას რუსეთთან, ოკუპირებული ყირიმის პირობებში, დონალდ ტრამპის თქმით, ყირიმი ობამას მიერ დაშვებული კატასტროფაა, რადგან რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძული სწორედ ობამას ადმინისტრაციის დროს მიიტაცა.

„ვფიქრობ, მაშინ მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, ის ყირიმს არ მიიტაცებდა“, – აღნიშნა ტრამპმა.