სალომე ზურაბიშვილი - ვაშინგტონს მივმართეთ თხოვნით, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრამდე აშშ-ის პრეზიდენტთან ჩვენი შეხვედრა მოხერხდეს
სალომე ზურაბიშვილი - ვაშინგტონს მივმართეთ თხოვნით, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრამდე აშშ-ის პრეზიდენტთან ჩვენი შეხვედრა მოხერხდეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრა სურს, სანამ დონალდ ტრამპი რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ამ თხოვნით მისმა ადმინისტრაციამ უკვე მიმართა ვაშინგტონს, თუმცა ჯერ უცნობია, მოხერხდება თუ არა საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ვაშინგტონში ტრამპი-პუტინის შეხვედრამდე.

„შესაძლებელია, შედგეს ტრამპი-პუტინის შეხვედრა. შეხვედრის დღის წესრიგის შესახებ არაფერი ვიცით. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შესაძლებლობა გვქონდეს. შეხვედრაზე ტრამპს უნდა გავაცნოთ ჩვენი შეხედულებები, ჩვენი ყველაზე მტკივნეული საკითხები, რათა კარგად იცოდეს, ჩვენი მხრიდან რა არის ყველაზე საფრთხილო ასეთ დისკუსიაში. მიმდინარეობს ამაზე მუშაობა. არის შეტანილი თხოვნა ვაშინგტონში, რომ სამუშაო ვიზიტი გაიმართოს, რამდენად ეცლება ჩემთვის ვერ გეტყვით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დატოვე კომენტარი