აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მედია ფარისევლობაში დაადანაშაულა. ტრამპი „ტვიტერში“ წერს, რომ ის მედიასაშუალებები, რომლებიც მას ვლადიმირ პუტინის მიმართ რბილი პოზიციის გამო ადანაშაულებენ, ფარისევლები არიან. მისივე თქმით, მედიის მხრიდან კრიტიკის ობიექტი მაშინაც იქნებოდა, თუ ის რუსეთის პრეზიდენტთან „აგრესიული“ იქნებოდა.
„მატყუარა მედია ხისტად მაკრიტიკებდა იმის გამო, რომ მე პუტინის მისამართით ზედმეტად კეთილგანწყობილი ვიყავი. ადრე ამას დიპლომატია ერქვა. მე რომ აგრესიული ვყოფილიყავი და მუშტები მებრახუნებინა, ზედმეტ სიხისტეში დამდებდნენ ბრალს. გახსოვთ, თუ როგორ მადანაშაულებდნენ, რომ კიმ ჩენ ინთან მკაცრად ვიქცეოდი ფარისევლები“, – წერს ტრამპი „ტვიტერში“.
ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებები 16 ივლისს ჰელსინკიში გაიმართა.