თორნიკე რიჟვაძის ინიციატივით, აჭარაში ინვესტორებისთვის ოთხთვიანი საშეღავათო პერიოდი დაწესდება
თორნიკე რიჟვაძის ინიციატივით, აჭარაში ინვესტორებისთვის ოთხთვიანი საშეღავათო პერიოდი დაწესდება

აჭარაში ინვესტორებისთვის ოთხთვიანი საშეღავათო პერიოდი დაწესდება. ამის შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ყველა საინვესტიციო ვალდებულება გადაიწევს ოთხი თვით და ამ პერიოდში ვალდებულებების შეუსრულებლობა კომპანიებს არ ჩაეთვლებად დარღვევად. ​თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონი გამოწვევებისთვის მზად არის.

„შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, ბიზნესს საინვესტიციო ვალდებულების შესასრულებლად ოთხთვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცემა და არ დაეკისრება პირგასამტეხლო მათ, ვისაც ვალდებულება შესასრულებელი ქონდათ 2020 წლის 1 მარტიდან 1 ივლისამდე. სასურსათო მაღაზიების და ქსელების მფლობელებს მოვუწოდებ, შექმნილი სიტუაცია არ გამოიყენონ არაკეთილსინდისიერად და არ გაზარდონ ხელოვნურად ფასები.

კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და მეწარმეებმა, მათ შორის ბრენდული სასტუმროების მფლობელებმა გამოთქვეს მზაობა, სასტუმროებში საკარანტინე სივრცის განთავსებასთან დაკავშირებით, რისთვისაც მადლობა მათ. მინდა შევუერთდე საქართველოს მთავრობის რეკომენდაციას და მივმართო კაფე-რესტორნების მფლობელებს, ხელი შეუწყონ სახელმწიფოს მხრიდან გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებს. აჭარაში მოქმედი საბავშო ბაღების აღსაზრდელებს ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე, დაურიგდებათ არამალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც უნდა გამოყენებულიყო მიმდინარე პერიოდში. სახელმწიფო ღირსეულად უმკლავდება არსებულ გამოწვევას მის ხელთ არსებული რესურსებით. ჩვენი მოქალაქეების საჭიროების შემთხვევაში პროცესში ჩაერთვებიან მოხალისეები“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.