თორნიკე რიჟვაძე - მთავრობის სხდომის საჯაროობის საკითხს რეგლამენტი არეგულირებს
აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა მედიისთვის დახურული იყო. მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძე, სხდომის შემდეგ განმარტება გააკეთა.
მისი თქმით, სხდომის საჯაროობის საკითხს რეგლამენტი არეგულირებს და ეს არ არის პირველი შემთხვევა.
“მთავრობის რეგლამენტი პირდაპირ განკარგავს სხდომის საჯაროობას. რაც შეეხება მთავრობის სხდომების ფორმატს, პირველ რიგში ვაპირებთ, რომ სხდომები ინტენსიურად გაიმართოს. მთავრობის სხდომის დასაწყისში იქნება ღია როგორც მედიისთვის და სხდომის შემდეგ მთავრობის წევრები გააკეთებენ განცხადებას”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.